Skip to main content

Posts

ხობის მუნიციპალიტეტში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანთა სულის საოხად საღამო „ხსოვნა მარადი“ გაიმართა

29 ივნისს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საზოგადოება „ხობელი“-ს ორგანიზებით ხობის მუნიციპალიტეტში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანთა სულის საოხად საღამო „ხსოვნა მარადი“ გაიმართა. გამომსვლელებმა თავიანთ სიტყვაში გაიხსენეს კულტურის, განათლების, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ხობელები, რომლებმაც შექმნეს ის ხობი, რითაც დღემდე ვამაყობთ, ამ საღამოს მეტი ელფერი შესძინა მათი ცხოვრების „წარსულის ფურცლების“ გაცოცხლებამ. აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი საზოგადოება ხობელის დამფუძნებელი და ბატონი მერაბ სალაყაია გახლდათ, მათი ღვაწლი, ცხოვრება დავიწყებას არ უნდა მიეცეს და სამაგალითო გახდეს მომავალი თაობებისთვის.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    8 მაისს, ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოება „ხობელის“ ორგანიზებით,  მეორე   მსოფლიო   ომში   დაღუპულ   ხობელთა   ხსოვნისადმი   მიძღვნილი   ღონისძიება   გაიმართა.              აღნიშნულ ღონისძიებაზე საზოგადოების წევრებმა ომის მონაწილეთა შესახებ ისაუბრეს და მათ სამშობლოსადმი ღვაწლს გაუსვეს ხაზი.              ღონისძიება დასრულდა ადგილობრივ შემსრულებელთა კონცერტით.               საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და ვეტერანთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

შეხვედრა როლანდ ჯიქიასთან

 17 თებერვალს საზოგადოება "ხობელის" დარბაზში რუბრიკით "ვინ ვარ მე" შეხვედრა შედგა ეროვნული მოძრაობის "პატრიარქ" ბატონ როლანდი ჯიქიასთან.შეხვედრას ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები,ძმა ბორისი,უფროსი ვაჟიშვილი ბუბა და საზოგადოების წარმომადგენლები.(ღონისძიებას უძღვებოდა ქალბატონი მანანა შამათავა).

საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

2023  წლის   31   იანვარს   საზოგადოება   „ ხობელის “   დარბაზ ში გაიმართა რიგით მეორე ღონისძიება, რომლის ფარგლებში ხობელი ნუგზარ (ხვიჩა) შონიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ხობის თეთროსანი ღვთისმშობლის კვართი-მითი და რეალობა“-ს პრეზენტაცია მოეწყო.  ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს ავტორს მნიშვნელოვანი ნამუშევრისთვის,  დასმულ იქნა კითხვები  და ამავ დროს გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები ფილმში ასახული მოვლენების მიმართ.

შეხვედრა პედაგოგ იზოლდა გვაგვალიასთან

2023 წლის 18 იანვარს საზოგადოება "ხობელის" დარბაზის სტუმარი გახლდათ, თორსის საჯარო სკოლის დამსახურებული მასწავლებელი იზოლდა გვაგვალია. ქალბატონი იზოლდას პედაგოგიური მოღვაწეობა 5 ათეულ წელზე მეტს ითვლის.მისი კრედოა "თუ ბედავ სწავლებას თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა". მას მინიჭებული აქვს,"არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის" წოდება.ქალბატონი იზოლდა წარდგენილია წამყვანი მასწავლებლის სტატუსზე. ვუსურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

საზოგადოება ,,ხობელის,, პირველი საანგარიშო შეხვედრა

  28 დეკემბერს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში შედგა საზოგადოება ,,ხობელის,, საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება ,,ხობელის,, დაარსებიდან ერთი წლის თავზე საზოგადოების თავმჯდომარემ ბეჟან ნადარაიამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა იმ ღონისძიებების შესახებ რაც ჩაატარდა ორგანიზაციის ეგიდითა და მონაწილეობით, ასევე ეკრანზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კოლაჟი აღნიშნულ ღონისძიებების ამსახველი კადრებით. გამომსვლელთა შორის გახლდათ: ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საზოგადოება ,,ხობელის,, თავმჯდომარის მოადგილე ანგულ მიქავა, საზოგადოების წევრები; კუკური ნაცვლიშვილი, როსტევან გვარამია და ანა გოგუა. ღონისძიებაზე დასახულ იქნა 2023 წლის სამოქმედო გეგმა.

თემურ სალაყაიას ხსოვნის საღამო

      საზოგადოება ,,ხობელის" დარბაზში 8 ნოემბერს ჩატარდა ღირსეული მამულიშვილის, ხობის მუნიციპალიტეტის კოლორიტის, პარტიული და სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკის, სიცოცხლის ბოლო დროს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამორჩეული პიროვნების ბატონ თემურ სალაყაიას ხსოვნის საღამო. ბატონმა თემურმა, საუკეთესო ოჯახის მამამ, 55 წლის ასაკში გადაინაცვლა იმიერ სამყაროში და დატოვა დაუვიწყარი და ნათელი კვალი... იგი თავისი დიდსულოვნებისა და ადამიანთა მიმართ კეთილგანწყობის გამო უპირობოდ უყვარდათ ყველა თაობის ადამიანებს, ამიტომ მის ხსოვნის საღამოს თანამედროვეებთან ერთად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც (აწუკვე ჭაღარაშერეულები) ესწრებოდნენ. ბატონი თემური ახალგაზრდების განსაკუთრებული თანამდგომი და გზის გამკვალავი გახლდათ. ხსოვნის საღამოზე უფრო მეტად წარმოჩინდა, რომ იგი იყო საუკეთესო მამა, მეუღლე, ძმა, მეგობარი, მოღვაწე, ხობზე უზომოდ შეყვარებული და მზრუნველი, ფიზიკურადაც გამორჩეული და საოცრად ამშვენებდა ხობელ ინტელიგენციას. ამიტომაც აკლიათ ხობელებს დღესაც. ნათელი მის ხ...