2023 წლის 31 იანვარს საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში გაიმართა რიგით მეორე ღონისძიება, რომლის ფარგლებში ხობელი ნუგზარ (ხვიჩა) შონიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ხობის თეთროსანი ღვთისმშობლის კვართი-მითი და რეალობა“-ს პრეზენტაცია მოეწყო. ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს ავტორს მნიშვნელოვანი ნამუშევრისთვის, დასმულ იქნა კითხვები და ამავ დროს გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები ფილმში ასახული მოვლენების მიმართ.
ხობი, 29 ოქტომბერი – საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გაიმართა თბილი შეხვედრა ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პიროვნებასთან, ბატონ ლაჟვარდ ბუკიასთან . შეხვედრა მიეძღვნა იმ დიდი ღვაწლის დაფასებას, რომელიც ბატონმა ლაჟვარდმა მშობლიური რაიონის კეთილდღეობის საქმეს შესწირა. როგორც აღინიშნა, მისი საქმე უკვალოდ არ ქრება, არამედ მადლიერებად აღიბეჭდება ადამიანების გულებში. ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივისცემით გაესვა ხაზი ბატონი ლაჟვარდის ადამიანობის, განათლების, შრომისმოყვარეობის, გულწრფელობისა და სინდის-ნამუსის მაღალ პასუხისმგებლობას , რითაც იგი მრავალი ადამიანისთვის ეტალონად იქცა. საღამოს ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები, ახლობლები და საზოგადოების წევრები, რომლებმაც ერთხმად უსურვეს მას: "იცოცხლეთ, იხარეთ, იდღეგრძელეთ!"





Comments
Post a Comment