Skip to main content

Posts

საიუბილეო შეხვედრა საზოგადოება „ხობელში“ — ზაურ ბასილაიას 80 წელი შეუსრულდა

Recent posts

ღირსეული მოღვაწეობის დაფასება: საზოგადოება „ხობელმა“ აჩიკო შამუგიას უმასპინძლა

  საზოგადოება   „ხობელმა“ , უღრმესი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, დარბაზში საზეიმო შეხვედრა მოუწყო თავის უხუცეს წევრს — გამორჩეულ პროფესიონალს, ინჟინერ-ენერგეტიკოსს, „საქენერგოს“ ხობის განყოფილების ყოფილ უფროსსა და ღირსეულ პიროვნებას, ბატონ   აჩიკო შამუგიას . საღამოს ესწრებოდნენ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და კოლეგები. მათ ერთად განვლილი წლები გაიხსენეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბატონმა აჩიკომ, თავისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე, უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. სტუმრებმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. შეხვედრამ გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. გთავაზობთ ღონისძიების ამსახველ ფოტოებს: ჰეშტეგები: #ხობი #ხობელი #აჩიკოშამუგია #დაფასება #ენერგეტიკოსი #ტრადიცია #ღირსეულითაობა #შეხვედრა https://www.facebook.com/share/p/1Z9fbtt7zU/

შეხვედრა ღვაწლმოსილ ოფიცერთან ანზორ სერგიასთან

    საზოგადოება „ხობელის“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ღვაწლმოსილ პიროვნებასთან, ბატონ ანზორ სერგიასთან. ვიცე-პოლკოვნიკის რანგში მყოფმა ვეტერანმა პოლიციელმა სტუმრებს თავისი განვლილი გზა გაუზიარა, რომელიც სავსეა ქვეყნის წინაშე აღებული პასუხისმგებლობითა და ღირსებით. შეხვედრას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები, კოლეგები და საზოგადოების წარმომადგენლები, რამაც საღამოს განსაკუთრებული, მეგობრული ელფერი შესძინა. #ხობელები #ხობარეფ

შეხვედრა როსტევან გვარამიასთან

  25 დეკემბერს, საზოგადოება " ხობელის" დარბაზში გაიმართა შეხვედრა საზოგადოების გამგეობის წევრთან, ბატონ როსტევან გვარამიასთან, რომელიც გახლდათ ეროვნული მოძრაობის ერთ - ერთი ლიდერი, საზოგადო და სამეურნეო სფეროს ღვაწმოსილი მუშაკი. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები, მეგობრები , თანამოაზრეები და მოწვეული სტუმრები. გამომსვლელებმა ისაუბრეს ბატონ როსტევან გვარამიას დამსახურებაზე და ღვაწლზე. აღინიშნა, რომ მან რთული ცხოვრებისეული პერიოდი გამოიარა- დევნა, შევიწროვება, უსამართლობა, მაგრამ სულიერად არ დაცემულა, ბოლომდე დარჩა იმ იდეებისა და მრწამსის ერთგული, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია. ბოლოს,თავის გამოსვლაში ბატონმა როსტევანმა,დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის, დაფასებისთვის, თანადგომისთვის და სიყვარულისთვის.

შეხვედრა დავით პაჭკორიასთან

  10 დეკემბერს,  საზოგადოება "ხობელის" დარბაზმა უმასპინძლა ხობის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პიროვნებას, ბატონ  დავით პაჭკორიასთან  შეხვედრის საღამოს. ბატონი დავითი ცნობილია, როგორც ნაღდი ხობელი და კოლორიტი ქართველი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ხობის აღმშენებლობის საქმეში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა მისი უდიდესი რეგალიები, დამსახურება და ის პატივი და დიდება, რომელიც არასოდეს მოკლებია მის ცხოვრებას. "ბატონო დავით, ღმერთმა დაგლოცოთ, ყოველი თქვენი დღე იყოს სავსე სიყვარულით, სიხარულითა და ბედნიერებით. იცოცხლეთ! ხობელებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი არსებობაა," – ხაზი გაესვა საზოგადოებისთვის მისი არსებობის მნიშვნელობას. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბატონი დავითის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები: საკრებულოს თავმჯდომარე  გოჩა ქაჯაია , მერის მოადგილე  დავით ბერაია  და საზოგადოების წევრები. ავტობიოგრაფიული მონაცემები დავით ნიკოლოზის ძე პაჭკორია დავიბადე 1946 წლის 21 დეკემბერს. 1953 წლიდან 1963 წლამდე ვსწავლ...

შეხვედრა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ პიროვნებასთან, ბიზნესის სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთან-ბატონ ნუგზარ ნადარაიასთან

     2025 წლის 19 ნოემბერს, საზოგადოება ,,ხობელის“ დარბაზში, გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ პიროვნებასთან, ბიზნესის სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთან-ბატონ ნუგზარ ნადარაიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: საზოგადოება ,,ხობელის“ წევრები, მისი ყოფილი მოსწავლეები და მეგობრები. შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს ბატონ ნუგზარის დამსახურება მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდისა და დაოსტატების საქმეში (იგი წლების განმავლობაში გახლდათ ნოჯიხევის პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი და დირექტორი). მისმა კოლეგებმა გაიხსენეს მასთან მუშაობის წლები. ითქვა, რომ ბატონი ნუგზარი იყო საუკეთესო ხელმძღვანელი, სხვისი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, მეგობარი. არის გამორჩეული შვილების მამა და დიდი ოჯახის მამამთავარი. მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მას გაწეული ამაგისთვის. მეგობრებმა კი როგორც ამჟამად ბიზნეს სფეროს წარმომადგენელს, წარმატება, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ ,,კოლხეთის“ წევრებმა, მსახიობმა რამაზ ლოლუამ და ა...

ტრადიციული შეხვედრა "ხობელის" საპატიო წევრთან – ლაჟვარდ ბუკიასთან

  ხობი, 29 ოქტომბერი – საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გაიმართა თბილი შეხვედრა ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო  პიროვნებასთან, ბატონ ლაჟვარდ ბუკიასთან . შეხვედრა მიეძღვნა იმ დიდი ღვაწლის დაფასებას, რომელიც ბატონმა ლაჟვარდმა მშობლიური რაიონის კეთილდღეობის საქმეს შესწირა. როგორც აღინიშნა, მისი საქმე უკვალოდ არ ქრება, არამედ მადლიერებად აღიბეჭდება ადამიანების გულებში. ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივისცემით გაესვა ხაზი ბატონი ლაჟვარდის ადამიანობის, განათლების, შრომისმოყვარეობის, გულწრფელობისა და სინდის-ნამუსის მაღალ პასუხისმგებლობას , რითაც იგი მრავალი ადამიანისთვის ეტალონად იქცა. საღამოს ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები, ახლობლები და საზოგადოების წევრები, რომლებმაც ერთხმად უსურვეს მას: "იცოცხლეთ, იხარეთ, იდღეგრძელეთ!"