Skip to main content

შეხვედრა დავით პაჭკორიასთან

 

10 დეკემბერს, საზოგადოება "ხობელის" დარბაზმა უმასპინძლა ხობის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პიროვნებას, ბატონ დავით პაჭკორიასთან შეხვედრის საღამოს. ბატონი დავითი ცნობილია, როგორც ნაღდი ხობელი და კოლორიტი ქართველი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ხობის აღმშენებლობის საქმეში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა მისი უდიდესი რეგალიები, დამსახურება და ის პატივი და დიდება, რომელიც არასოდეს მოკლებია მის ცხოვრებას.

"ბატონო დავით, ღმერთმა დაგლოცოთ, ყოველი თქვენი დღე იყოს სავსე სიყვარულით, სიხარულითა და ბედნიერებით. იცოცხლეთ! ხობელებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი არსებობაა," – ხაზი გაესვა საზოგადოებისთვის მისი არსებობის მნიშვნელობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბატონი დავითის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები: საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საზოგადოების წევრები.

ავტობიოგრაფიული მონაცემები

დავით ნიკოლოზის ძე პაჭკორია

დავიბადე 1946 წლის 21 დეკემბერს.

1953 წლიდან 1963 წლამდე ვსწავლობდი ხობის რ-ის სოფ. შუახორგაში.

1963 წლიდან 1965 წლამდე ვსწავლობდი ამ/კ რკინიგზის ფოთის მე-16 საშუალო სკოლაში

– სკოლის დამთავრებისთანავე 1965 წელს ჩავირიცხე საქ. სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა–ორგანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1970 წელს, ეკონომიკის სპეციალობით.

-1970 წლიდან 1971 წლის სექტემბრამდე ვმუშაობდი ქ. ფოთში, კოლხეთის სატყეო მეურნეობის მთ.ეკონომისტად.

- 1971 წლის სექტემბრიდან 1975 წლის ივლისამდე ვმუშაობდი ხობის რაიონის სუბტროპიკული კულტურების საბჭოთა მეურნეობა "კოლხეთში" მთ. ეკონომისტის მოადგილედ.

- 1975-1976 წლები ვმუშაობდი ხიბულის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში მთ. ეკონომისტად.

1976-1981 წლებში ვმუშაობდი ნოჯიხევის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში მთ. ეკონომისტად.

1981-1982 წლებში ვმუშაობდი ქ. ფოთში მეციტრუსეობის რესპუბლიკური საწარმოო გაერთიანების უფროსის მოადგილეთ, ეკონომიკის დარგში.

1982-1985 წლებში ვმუშაობდი საქ. კპ ხობის რაიკომის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ.

1985-1989 წლებში ვმუშაობდი საქ. კპ. ხობის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ.

1989 წლის ივნისიდან 1991 წლის თებერვლამდე ვმუშაობდი სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომარის პირველ მოადგილეთ, ხობის აგროსამრეწველო გაერთიანების თავჯდომარედ.

1991 წლის აგვისტოდან 2001 წლის მაისამდე ვმუშაობდი ქ. ფოთის „წისქვილკომბინატის“ დირექტორის მოადგილედ, დირექტორად, მეთვალყურეთა საბჭოს თავჯდომარეთ.

- 2001-2004 წლებში ვმუშაობდი ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსად. 

- 2007 წლის ივლისიდან 2017 წლის ივლისამდე ვმუშაობდი შ.პ.ს. „ლოჯისტექსი"-ს ტერმინალის უფროსად ქ.ფოთში

-2017 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით ვმუშაობდი შ.პ.ს. „ხეთის დაფნისა და ციტრუსის“ აღამასრულებელ დირექტორად.




































Comments

Popular posts from this blog

ტრადიციული შეხვედრა "ხობელის" საპატიო წევრთან – ლაჟვარდ ბუკიასთან

  ხობი, 29 ოქტომბერი – საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გაიმართა თბილი შეხვედრა ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო  პიროვნებასთან, ბატონ ლაჟვარდ ბუკიასთან . შეხვედრა მიეძღვნა იმ დიდი ღვაწლის დაფასებას, რომელიც ბატონმა ლაჟვარდმა მშობლიური რაიონის კეთილდღეობის საქმეს შესწირა. როგორც აღინიშნა, მისი საქმე უკვალოდ არ ქრება, არამედ მადლიერებად აღიბეჭდება ადამიანების გულებში. ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივისცემით გაესვა ხაზი ბატონი ლაჟვარდის ადამიანობის, განათლების, შრომისმოყვარეობის, გულწრფელობისა და სინდის-ნამუსის მაღალ პასუხისმგებლობას , რითაც იგი მრავალი ადამიანისთვის ეტალონად იქცა. საღამოს ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები, ახლობლები და საზოგადოების წევრები, რომლებმაც ერთხმად უსურვეს მას: "იცოცხლეთ, იხარეთ, იდღეგრძელეთ!"

შეხვედრა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ პიროვნებასთან, ბიზნესის სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთან-ბატონ ნუგზარ ნადარაიასთან

     2025 წლის 19 ნოემბერს, საზოგადოება ,,ხობელის“ დარბაზში, გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ პიროვნებასთან, ბიზნესის სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთან-ბატონ ნუგზარ ნადარაიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: საზოგადოება ,,ხობელის“ წევრები, მისი ყოფილი მოსწავლეები და მეგობრები. შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს ბატონ ნუგზარის დამსახურება მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდისა და დაოსტატების საქმეში (იგი წლების განმავლობაში გახლდათ ნოჯიხევის პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი და დირექტორი). მისმა კოლეგებმა გაიხსენეს მასთან მუშაობის წლები. ითქვა, რომ ბატონი ნუგზარი იყო საუკეთესო ხელმძღვანელი, სხვისი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, მეგობარი. არის გამორჩეული შვილების მამა და დიდი ოჯახის მამამთავარი. მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მას გაწეული ამაგისთვის. მეგობრებმა კი როგორც ამჟამად ბიზნეს სფეროს წარმომადგენელს, წარმატება, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ ,,კოლხეთის“ წევრებმა, მსახიობმა რამაზ ლოლუამ და ა...

საიუბილეო შეხვედრა საზოგადოება „ხობელში“ — ზაურ ბასილაიას 80 წელი შეუსრულდა

საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში საზეიმო შეხვედრა გაიმართა. საზოგადოების წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს 80 წლის იუბილე ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ და ღვაწმოსილ ადამიანს, უღალატო მეგობარსა და სანიმუშო ოჯახის თავკაცს — ბატონ ზაურ ბასილაიას . ბატონი ზაური წლების განმავლობაში ნაყოფიერად მოღვაწეობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და თავისი საქმიანობით ღრმა პატივისცემა დაიმსახურა. შეხვედრაზე დამსწრე მეგობრებმა თბილად გაიხსენეს ბატონ ზაურთან ერთად გავლილი წლები და ხაზი გაუსვეს მის მიერ ხობისა და მშობლიური სოფლის აღმშენებლობის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. იუბილარს უსურვეს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე. ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი და სითბო შესძინეს ნიჭიერმა დებმა — თეკლა და ტასო პაპავებმა , რომლებმაც თავიანთი გამოსვლით საღამო კიდევ უფრო გაალამაზეს. საზოგადოება „ხობელი“ გულწრფელ მადლობას უხდის მათ ამ მშვენიერი მუსიკალური საჩუქრისთვის.