Skip to main content

Posts

Showing posts with the label ხობარეფ

ტრადიციული შეხვედრა "ხობელის" საპატიო წევრთან – ლაჟვარდ ბუკიასთან

  ხობი, 29 ოქტომბერი – საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გაიმართა თბილი შეხვედრა ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო  პიროვნებასთან, ბატონ ლაჟვარდ ბუკიასთან . შეხვედრა მიეძღვნა იმ დიდი ღვაწლის დაფასებას, რომელიც ბატონმა ლაჟვარდმა მშობლიური რაიონის კეთილდღეობის საქმეს შესწირა. როგორც აღინიშნა, მისი საქმე უკვალოდ არ ქრება, არამედ მადლიერებად აღიბეჭდება ადამიანების გულებში. ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივისცემით გაესვა ხაზი ბატონი ლაჟვარდის ადამიანობის, განათლების, შრომისმოყვარეობის, გულწრფელობისა და სინდის-ნამუსის მაღალ პასუხისმგებლობას , რითაც იგი მრავალი ადამიანისთვის ეტალონად იქცა. საღამოს ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები, ახლობლები და საზოგადოების წევრები, რომლებმაც ერთხმად უსურვეს მას: "იცოცხლეთ, იხარეთ, იდღეგრძელეთ!"

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონ რომან მორგოშიასადმი მიძღვნილი საღამო

ტრადიციულად, საზოგადოება „ხობელის" დარბაზში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონ რომან მორგოშიასადმი მიძღვნილი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ: საზოგადოება „ხობელის" წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საზოგადოება ,,ხობელის,, პირველი საანგარიშო შეხვედრა

  28 დეკემბერს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში შედგა საზოგადოება ,,ხობელის,, საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება ,,ხობელის,, დაარსებიდან ერთი წლის თავზე საზოგადოების თავმჯდომარემ ბეჟან ნადარაიამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა იმ ღონისძიებების შესახებ რაც ჩაატარდა ორგანიზაციის ეგიდითა და მონაწილეობით, ასევე ეკრანზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კოლაჟი აღნიშნულ ღონისძიებების ამსახველი კადრებით. გამომსვლელთა შორის გახლდათ: ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საზოგადოება ,,ხობელის,, თავმჯდომარის მოადგილე ანგულ მიქავა, საზოგადოების წევრები; კუკური ნაცვლიშვილი, როსტევან გვარამია და ანა გოგუა. ღონისძიებაზე დასახულ იქნა 2023 წლის სამოქმედო გეგმა.

დამსახურებული პედაგოგი ლენა კიტიას საღამო

    10 ივნისს,საზოგადება "ხობელი"-ს დარბაზში გაიმართა,წარმოშობით ხობელი -აფხაზეთში მოღვაწის, დამსახურებული პედაგოგის (გეოგრაფი)აფხაზეთის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ლექტორი,ზუგდიდის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი,აფხაზეთის განათლების სამინისტროს გეოგრაფიის მეთოდისტი,ალპინისტი,ქალბატონი ლენა კიტიას მოფერების და მონატრების საღამო. დამსახურებულ პედაგოგს,განათლების დარგში ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები. ის გახლავთ არაერთი მეთოდური ნაშრომის ავტორი.გამოცემული აქვს წიგნი: "აფხაზეთო,ჩემო სულის ნაწილო" (ლექსთა კრებული). დაწერილი აქვს "აფხაზეთის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი". წყარო: https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-100708159214627/photos/pcb.142394021712707/142393008379475

პედაგოგ კუკურ ნაცვლიშვილთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, საზოგადოება „ხობელის“ ოფისში პედაგოგ კუკურ ნაცვლიშვილთან შეხვედრა გაიმართა. ბატონი კუკურის კოლეგებმა, მეგობრებმა და მოსწავლეებმა, მასთან ერთად განვლილი წლები გაიხსენეს და მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.  კუკურ ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლის დირექტორად და დღემდე აგრძელებს აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ახალსოფლის საჯარო სკოლაში.  შეხვედრას საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. #ხობელი #ხობელები 

ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

 21 აპრილს საზოგადოება ,,ხობელის,, ოფისში, ხობის რაიონში  სხვა და სხვა წლებში მოღვაწე ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ხობის წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონ დარასელიამ  დალოცა საზოგადოების წევრები მიულოცა მათ ქრისტიანული დღესასწაული  და  მოიხსენია გარდაცვლილთა სულები.  დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გარდაცვლილ  ხობელთა ღვაწლი და  პატივი მიაგეს მათ სულებს.  ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.      საღამოზე საგალობლები შეასრულეს  ხობის ხალხური სიმღერის ანსამბლ  ,,კოლხეთის,, წევრებმა. #ხობელები #ხობარეფ #ხობელთახსოვნა

პოეტ ტრისტან ვადაქარიას პოეზიის საღამო

       საზოგადოება  „ ხობელის “  ოფისში ,  პოეტის   ტრისტან   ვადაქარიას   პოეზიის   საღამო   გაიმართა .     პოეტის    მეგობრებმა   და    ახალგაზრდებმა    მის    შემოქმედებაზე   ისაუბრეს   და   პოეტის   ერთ - ერთ   კრებულში   გამოქვეყნებული   ლექსები    წაიკითხეს .     ღონისძიებაზე   ტრისტან   ვადაქარიამ აც   წაიკითხა   საკუთარი   ლექსი    და   მისი   პოეზიის   დაფასებისთვის   დამსწრე   საზოგადოებას   მადლობა   გადაუხადა .       საზოგადოება  „ ხობელის “  ორგანიზებულ   პოეზიის   საღამოს ,  დამსწრე   საზოგადოებასთან   ერთად ,  ხობის   მუნიციპალიტეტის   მერის   მოადგილე   დავით   ბერაია   ესწრებოდა .

ბადრი ლომაიას წიგნის პრეზენტაცია

        საზოგადოება  „ხობელის“ ოფისში გაიმართა ბადრი ლომაიას წიგნის  „მოცალეობის ჟამ წასაკითხის“ - პრეზენტაცია.       შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ბატონი ბადრი  ლომაიას შემოქმედებაზე, მის მიერ ღირსეულად განვლილ ცხოვრების გზაზე.      ავტორმა თავის მხრივ  დამსწრე საზოგადოებას მისი შემოქმედების დაფასებისთვის  მადლობა  გადაუხადა.