Skip to main content

Posts

Showing posts with the label ხსოვნა

ხობის მუნიციპალიტეტში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანთა სულის საოხად საღამო „ხსოვნა მარადი“ გაიმართა

29 ივნისს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საზოგადოება „ხობელი“-ს ორგანიზებით ხობის მუნიციპალიტეტში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანთა სულის საოხად საღამო „ხსოვნა მარადი“ გაიმართა. გამომსვლელებმა თავიანთ სიტყვაში გაიხსენეს კულტურის, განათლების, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ხობელები, რომლებმაც შექმნეს ის ხობი, რითაც დღემდე ვამაყობთ, ამ საღამოს მეტი ელფერი შესძინა მათი ცხოვრების „წარსულის ფურცლების“ გაცოცხლებამ. აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი საზოგადოება ხობელის დამფუძნებელი და ბატონი მერაბ სალაყაია გახლდათ, მათი ღვაწლი, ცხოვრება დავიწყებას არ უნდა მიეცეს და სამაგალითო გახდეს მომავალი თაობებისთვის.

გრიგოლ (გრიშა) სესქურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

  საზოგადოება "ხობელის" დარბაზში შედგა ცნობილი კოლორიტული საზოგადო და სამეურნეო მოღვაწის, ხობის საპატიო მოქალაქის,დამსახურებული აგრონომის ბატონ გრიგოლ (გრიშა) სესქურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. и ещё 10

იმედო ქანდარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

  საზოგადოება ,,ხობელის" დარბაზში გაიმართა დამსახურებული პიროვნების, ხობი და ხობელებისთვის კოლორიტი ადამიანის, ღვაწლმოსილი მუშაკის, ქართული ტრადიციული ოჯახის თავკაცის, საუკეთესო მამის და ბაბუის იმედო ქანდარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

კარლო ბერაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

საზოგადოება ,,ხობელის" დარბაზში გაიმართა კოლორიტი ხობელის, ღვაწლმოსილი მუშაკის, რესპუბლიკის დამსახურებული ბუღალტრის კარლო ბერაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ: ბატონ კარლოს მეუღლე ქალბატონი გულნარა ცხადაია, შვილიშილი უმცროსი კარლო ბერაია, შვილთაშვილი თომა ბერაია, მეგობრები, ახლობლები და სხვები. საღამო მეტად ემოციური იყო.

კარლო კორტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

  19 აგვისტოს საზოგადოება ,,ხობელის" დარბაზში შედგა სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკის, ორი ორდენის კავალერის კარლო კორტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

პოეტ ნინო კემულარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

  საზოგადეობა ,,ხობელი''-ს დარბაზში ჩატარდა პოეტ ნინო კემულარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო,რომელსაც ესწრებოდნენ ოჯახის წევრები,ახლობლები,მეგობრები და საზოგადოება ,,ხობელი''-ს წევრები.

ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

 21 აპრილს საზოგადოება ,,ხობელის,, ოფისში, ხობის რაიონში  სხვა და სხვა წლებში მოღვაწე ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ხობის წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონ დარასელიამ  დალოცა საზოგადოების წევრები მიულოცა მათ ქრისტიანული დღესასწაული  და  მოიხსენია გარდაცვლილთა სულები.  დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გარდაცვლილ  ხობელთა ღვაწლი და  პატივი მიაგეს მათ სულებს.  ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.      საღამოზე საგალობლები შეასრულეს  ხობის ხალხური სიმღერის ანსამბლ  ,,კოლხეთის,, წევრებმა. #ხობელები #ხობარეფ #ხობელთახსოვნა