Skip to main content

Posts

Showing posts from 2026

საიუბილეო შეხვედრა საზოგადოება „ხობელში“ — ზაურ ბასილაიას 80 წელი შეუსრულდა

საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში საზეიმო შეხვედრა გაიმართა. საზოგადოების წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს 80 წლის იუბილე ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ და ღვაწმოსილ ადამიანს, უღალატო მეგობარსა და სანიმუშო ოჯახის თავკაცს — ბატონ ზაურ ბასილაიას . ბატონი ზაური წლების განმავლობაში ნაყოფიერად მოღვაწეობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და თავისი საქმიანობით ღრმა პატივისცემა დაიმსახურა. შეხვედრაზე დამსწრე მეგობრებმა თბილად გაიხსენეს ბატონ ზაურთან ერთად გავლილი წლები და ხაზი გაუსვეს მის მიერ ხობისა და მშობლიური სოფლის აღმშენებლობის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. იუბილარს უსურვეს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე. ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი და სითბო შესძინეს ნიჭიერმა დებმა — თეკლა და ტასო პაპავებმა , რომლებმაც თავიანთი გამოსვლით საღამო კიდევ უფრო გაალამაზეს. საზოგადოება „ხობელი“ გულწრფელ მადლობას უხდის მათ ამ მშვენიერი მუსიკალური საჩუქრისთვის.

ღირსეული მოღვაწეობის დაფასება: საზოგადოება „ხობელმა“ აჩიკო შამუგიას უმასპინძლა

  საზოგადოება   „ხობელმა“ , უღრმესი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, დარბაზში საზეიმო შეხვედრა მოუწყო თავის უხუცეს წევრს — გამორჩეულ პროფესიონალს, ინჟინერ-ენერგეტიკოსს, „საქენერგოს“ ხობის განყოფილების ყოფილ უფროსსა და ღირსეულ პიროვნებას, ბატონ   აჩიკო შამუგიას . საღამოს ესწრებოდნენ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და კოლეგები. მათ ერთად განვლილი წლები გაიხსენეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბატონმა აჩიკომ, თავისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე, უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. სტუმრებმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. შეხვედრამ გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. გთავაზობთ ღონისძიების ამსახველ ფოტოებს: ჰეშტეგები: #ხობი #ხობელი #აჩიკოშამუგია #დაფასება #ენერგეტიკოსი #ტრადიცია #ღირსეულითაობა #შეხვედრა https://www.facebook.com/share/p/1Z9fbtt7zU/

შეხვედრა ღვაწლმოსილ ოფიცერთან ანზორ სერგიასთან

    საზოგადოება „ხობელის“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ღვაწლმოსილ პიროვნებასთან, ბატონ ანზორ სერგიასთან. ვიცე-პოლკოვნიკის რანგში მყოფმა ვეტერანმა პოლიციელმა სტუმრებს თავისი განვლილი გზა გაუზიარა, რომელიც სავსეა ქვეყნის წინაშე აღებული პასუხისმგებლობითა და ღირსებით. შეხვედრას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები, კოლეგები და საზოგადოების წარმომადგენლები, რამაც საღამოს განსაკუთრებული, მეგობრული ელფერი შესძინა. #ხობელები #ხობარეფ