საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში საზეიმო შეხვედრა გაიმართა. საზოგადოების წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს 80 წლის იუბილე ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ და ღვაწმოსილ ადამიანს, უღალატო მეგობარსა და სანიმუშო ოჯახის თავკაცს — ბატონ ზაურ ბასილაიას.
ბატონი ზაური წლების განმავლობაში ნაყოფიერად მოღვაწეობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და თავისი საქმიანობით ღრმა პატივისცემა დაიმსახურა.
შეხვედრაზე დამსწრე მეგობრებმა თბილად გაიხსენეს ბატონ ზაურთან ერთად გავლილი წლები და ხაზი გაუსვეს მის მიერ ხობისა და მშობლიური სოფლის აღმშენებლობის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. იუბილარს უსურვეს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე.
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი და სითბო შესძინეს ნიჭიერმა დებმა — თეკლა და ტასო პაპავებმა, რომლებმაც თავიანთი გამოსვლით საღამო კიდევ უფრო გაალამაზეს. საზოგადოება „ხობელი“ გულწრფელ მადლობას უხდის მათ ამ მშვენიერი მუსიკალური საჩუქრისთვის.

.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
Comments
Post a Comment