28 დეკემბერს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში შედგა საზოგადოება ,,ხობელის,, საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება ,,ხობელის,, დაარსებიდან ერთი წლის თავზე საზოგადოების თავმჯდომარემ ბეჟან ნადარაიამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა იმ ღონისძიებების შესახებ რაც ჩაატარდა ორგანიზაციის ეგიდითა და მონაწილეობით, ასევე ეკრანზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კოლაჟი აღნიშნულ ღონისძიებების ამსახველი კადრებით.
გამომსვლელთა შორის გახლდათ: ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საზოგადოება ,,ხობელის,, თავმჯდომარის მოადგილე ანგულ მიქავა, საზოგადოების წევრები; კუკური ნაცვლიშვილი, როსტევან გვარამია და ანა გოგუა.
ღონისძიებაზე დასახულ იქნა 2023 წლის სამოქმედო გეგმა.
Comments
Post a Comment