Skip to main content

თემურ სალაყაიას ხსოვნის საღამო

   

საზოგადოება ,,ხობელის" დარბაზში 8 ნოემბერს ჩატარდა ღირსეული მამულიშვილის, ხობის მუნიციპალიტეტის კოლორიტის, პარტიული და სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკის, სიცოცხლის ბოლო დროს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამორჩეული პიროვნების ბატონ თემურ სალაყაიას ხსოვნის საღამო.
ბატონმა თემურმა, საუკეთესო ოჯახის მამამ, 55 წლის ასაკში გადაინაცვლა იმიერ სამყაროში და დატოვა დაუვიწყარი და ნათელი კვალი...
იგი თავისი დიდსულოვნებისა და ადამიანთა მიმართ კეთილგანწყობის გამო უპირობოდ უყვარდათ ყველა თაობის ადამიანებს, ამიტომ მის ხსოვნის საღამოს თანამედროვეებთან ერთად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც (აწუკვე ჭაღარაშერეულები) ესწრებოდნენ. ბატონი თემური ახალგაზრდების განსაკუთრებული თანამდგომი და გზის გამკვალავი გახლდათ.
ხსოვნის საღამოზე უფრო მეტად წარმოჩინდა, რომ იგი იყო საუკეთესო მამა, მეუღლე, ძმა, მეგობარი, მოღვაწე, ხობზე უზომოდ შეყვარებული და მზრუნველი, ფიზიკურადაც გამორჩეული და საოცრად ამშვენებდა ხობელ ინტელიგენციას. ამიტომაც აკლიათ ხობელებს დღესაც.
ნათელი მის ხსოვნას.







Comments

Popular posts from this blog

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონ რომან მორგოშიასადმი მიძღვნილი საღამო

ტრადიციულად, საზოგადოება „ხობელის" დარბაზში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონ რომან მორგოშიასადმი მიძღვნილი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ: საზოგადოება „ხობელის" წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

რეზო თოდუას შემოქმედებითი საღამო

    საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ჩატარდა, ხობის საპატიო მოქალაქის, ლოტბარის, შესანიშნავი ფოლკლორისტის, მსახიობის, ქართული ტრადიციული ოჯახის თავკაცის,ღირსეული პიროვნების,ანსამბლ "კოლხეთის" უხუცესი წევრის, ბატონ რეზო თოდუას შემოქმედებითი საღამო. შეკრებილთა თვალწინ გაირბინა, მისი ცხოვრების ქრონიკებმა.ბევრი ითქვა მის ნიჭიერებაზე, არტისტიზმზე, უბადლო ხმაზე,მიზანდასახულობასა და პროფესიონალიზმზე, მეგობრობასა და იუმორზე. სიმბოლურმა სუფრამ,უფლის,მამულის,წინაპართა ხსოვნის და ქართული სიტყვის სადღეგრძელოებმა, ანსამბლ "კოლხეთის" მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, მეგობრების მოგონებებმა და შეფასებებმა , ერთად შეკრებილმა ემოციები შექმნა. კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანის დაფასების მაგალითმა ბუნებრივად მოიტანა განწყობა, რწმენა იმისა, ვაგრძნობინოთ რომ, ისინი მართლაც იმსახურებენ სიყვარულს, აღიარებას - ამით ჩვენც პირნათელი ვიქნებით, როგორც წარსულის, ასევე მომავლის წინაშე. "დღეს,ძალიან ბედნიერი და უზომოდ მადლიერი ვარ.მინდა გითხრათ რომ ამიერიდან ვიცოცხლებ იმისთვის, ...

შეხვედრა როლანდ ჯიქიასთან

 17 თებერვალს საზოგადოება "ხობელის" დარბაზში რუბრიკით "ვინ ვარ მე" შეხვედრა შედგა ეროვნული მოძრაობის "პატრიარქ" ბატონ როლანდი ჯიქიასთან.შეხვედრას ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები,ძმა ბორისი,უფროსი ვაჟიშვილი ბუბა და საზოგადოების წარმომადგენლები.(ღონისძიებას უძღვებოდა ქალბატონი მანანა შამათავა).