Skip to main content

Posts

საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

2023  წლის   31   იანვარს   საზოგადოება   „ ხობელის “   დარბაზ ში გაიმართა რიგით მეორე ღონისძიება, რომლის ფარგლებში ხობელი ნუგზარ (ხვიჩა) შონიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ხობის თეთროსანი ღვთისმშობლის კვართი-მითი და რეალობა“-ს პრეზენტაცია მოეწყო.  ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს ავტორს მნიშვნელოვანი ნამუშევრისთვის,  დასმულ იქნა კითხვები  და ამავ დროს გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები ფილმში ასახული მოვლენების მიმართ.

შეხვედრა პედაგოგ იზოლდა გვაგვალიასთან

2023 წლის 18 იანვარს საზოგადოება "ხობელის" დარბაზის სტუმარი გახლდათ, თორსის საჯარო სკოლის დამსახურებული მასწავლებელი იზოლდა გვაგვალია. ქალბატონი იზოლდას პედაგოგიური მოღვაწეობა 5 ათეულ წელზე მეტს ითვლის.მისი კრედოა "თუ ბედავ სწავლებას თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა". მას მინიჭებული აქვს,"არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის" წოდება.ქალბატონი იზოლდა წარდგენილია წამყვანი მასწავლებლის სტატუსზე. ვუსურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

საზოგადოება ,,ხობელის,, პირველი საანგარიშო შეხვედრა

  28 დეკემბერს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში შედგა საზოგადოება ,,ხობელის,, საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება ,,ხობელის,, დაარსებიდან ერთი წლის თავზე საზოგადოების თავმჯდომარემ ბეჟან ნადარაიამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა იმ ღონისძიებების შესახებ რაც ჩაატარდა ორგანიზაციის ეგიდითა და მონაწილეობით, ასევე ეკრანზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კოლაჟი აღნიშნულ ღონისძიებების ამსახველი კადრებით. გამომსვლელთა შორის გახლდათ: ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საზოგადოება ,,ხობელის,, თავმჯდომარის მოადგილე ანგულ მიქავა, საზოგადოების წევრები; კუკური ნაცვლიშვილი, როსტევან გვარამია და ანა გოგუა. ღონისძიებაზე დასახულ იქნა 2023 წლის სამოქმედო გეგმა.

თემურ სალაყაიას ხსოვნის საღამო

      საზოგადოება ,,ხობელის" დარბაზში 8 ნოემბერს ჩატარდა ღირსეული მამულიშვილის, ხობის მუნიციპალიტეტის კოლორიტის, პარტიული და სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკის, სიცოცხლის ბოლო დროს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამორჩეული პიროვნების ბატონ თემურ სალაყაიას ხსოვნის საღამო. ბატონმა თემურმა, საუკეთესო ოჯახის მამამ, 55 წლის ასაკში გადაინაცვლა იმიერ სამყაროში და დატოვა დაუვიწყარი და ნათელი კვალი... იგი თავისი დიდსულოვნებისა და ადამიანთა მიმართ კეთილგანწყობის გამო უპირობოდ უყვარდათ ყველა თაობის ადამიანებს, ამიტომ მის ხსოვნის საღამოს თანამედროვეებთან ერთად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც (აწუკვე ჭაღარაშერეულები) ესწრებოდნენ. ბატონი თემური ახალგაზრდების განსაკუთრებული თანამდგომი და გზის გამკვალავი გახლდათ. ხსოვნის საღამოზე უფრო მეტად წარმოჩინდა, რომ იგი იყო საუკეთესო მამა, მეუღლე, ძმა, მეგობარი, მოღვაწე, ხობზე უზომოდ შეყვარებული და მზრუნველი, ფიზიკურადაც გამორჩეული და საოცრად ამშვენებდა ხობელ ინტელიგენციას. ამიტომაც აკლიათ ხობელებს დღესაც. ნათელი მის ხ...

შეხვედრა ახალგაზრდა შემოქმედთან

  4 ოქტომბერს, საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა ხობელ შემოქმედთან, მხატვარ ლალი გადელიასთან. ლალის მხატვრობის ნიჭი და სიყვარული ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა. მას ადრეული ასაკიდან მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახელოვნებო კონკურსებსა თუ კონფერენციებში. დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი (ხელოვნების ბაკალავრი). ის მუშაობს, როგორც გრაფიკაში, ასევე ფერწერაში; პარალელურად ვექტორულ პროგრამებში ქმნის ციფრულ ნამუშევრებს და დაინტერესებულია, როგორც ფოტოგრაფიით ისე ვიდეოგრაფიით.    რამდენიმე თვის წინ, ხობში ჰქონდა ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. საზოგადოება „ხობელის“ წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ, რომელთა შორის დიდი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა შემოქმედს.

გრიგოლ (გრიშა) სესქურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

  საზოგადოება "ხობელის" დარბაზში შედგა ცნობილი კოლორიტული საზოგადო და სამეურნეო მოღვაწის, ხობის საპატიო მოქალაქის,დამსახურებული აგრონომის ბატონ გრიგოლ (გრიშა) სესქურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. и ещё 10

იმედო ქანდარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

  საზოგადოება ,,ხობელის" დარბაზში გაიმართა დამსახურებული პიროვნების, ხობი და ხობელებისთვის კოლორიტი ადამიანის, ღვაწლმოსილი მუშაკის, ქართული ტრადიციული ოჯახის თავკაცის, საუკეთესო მამის და ბაბუის იმედო ქანდარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.