Skip to main content

Posts

Showing posts from 2025

Შეხვედრა დემურ ბუკიასთან

   დღეს, საზოგადოება ,,ხობელის“ დარბაზში ტრადიციულად გაიმართა შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის ღირსეულ პიროვნებასთან ბატონ დემურ ბუკიასთან, რომელმაც კეთილსინდისიერად იღვაწა, იშრომა, ემსახურა ხობს, ხობელებს და  თავისი ნიშა დაიმკვიდრა საზოგადოებაში .      ვულოცავთ, ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილ ადამიანს 80 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს თავის საამაყო მონაგართან ერთად და მადლობას ვუხდით გაწეული ღვაწლისა და უანგარო ერთგულებისთვის.     ღონისძიებას ესწრებოდნენ იუბილარის ოჯახის წევრები, მეგობრები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონ რომან მორგოშიასადმი მიძღვნილი საღამო

ტრადიციულად, საზოგადოება „ხობელის" დარბაზში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონ რომან მორგოშიასადმი მიძღვნილი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ: საზოგადოება „ხობელის" წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გულნაზი ჯიშკარიანი 46 წელი ბიბლიოთეკის თანამშრომლად ჭალადიდში

  2025 წლის 10 აპრილს, საზოგადოება " ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გამართულ კიდევ ერთ ლამაზ საღამო - შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა კულტურის სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკს, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულს, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გამორჩეულ ბიბლიოთეკარს, თანასოფლელთა ერთგულ მსახურს , კოლორიტ ქალბატონს გულნაზ ბერაია - ჯიშკარიანს. აქ შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, ამავე საზოგადოების გამგეობის ღირსეულ წევრს, ღვაწმოსილ პიროვნებას, პროფესიონალ ინჟინერს, ხობის სამეურნეობათაშორისო მშენებლობის სამმართველოს ყოფილ უფროსს კეთილშობილებით გამორჩეულ ადამიანს, არაჩვეულებრივ მეუღლეს, საამაყო შვილების მამას და წარმატებული შვილიშვილების ბაბუას ბატონ ალბერტ ბერაიას ხსოვნას. საღამზე ერთად იყო გრძნობა, ემოცია შეფასება - დაფასება და სიყვარულის მარგალიტებად აკინძვა. მჯერა იქ დამსწრე საზოგადოებას , არასოდეს დაავიწყდება გაზაფხულის ეს მშვენიერი დღე. ბედნიერებაა ცხოვრება მიუძღვნა შენს საყვარელ საქმეს,მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა დაგიფასონ შ...

შეხვედრა ხელოვან ბადრი ალანიასთან

  შეხვედრა ხელოვან ბადრი ალანიასთან.... ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოება ხობელის" წევრები ,მოწვეული სტუმრები და სენაკის მუნიციპალიტეტიდან ანსამბლი „გოგალაი"

ქორეოგრაფი თენგიზ ჩიტაია იუბილარია მას 70 წელი შეუსრულდა

  ქორეოგრაფი თენგიზ ჩიტაია იუბილარია მას 70 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ ბატონ თენგიზს დაბადების დღეს და ვუსურვებთ კიდევ მრავალი თაობის აღზრდაში შეეტანოს წვლილი. ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ქორეოგრაფ თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის და დაბადების 70 წლის იუბილე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კოლეგებმა მიულოცეს. საიუბილეო საღამოზე ადგილობრივი და მოწვეული ქორეოგრაფიული ანსამბლები ქართული ხალხური ცეკვებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://khobi-info.blogspot.com/2025/02/50-70.html