Skip to main content

ქორეოგრაფი თენგიზ ჩიტაია იუბილარია მას 70 წელი შეუსრულდა

 


ქორეოგრაფი თენგიზ ჩიტაია იუბილარია მას 70 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ ბატონ თენგიზს დაბადების დღეს და ვუსურვებთ კიდევ მრავალი თაობის აღზრდაში შეეტანოს წვლილი.


ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ქორეოგრაფ თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის და დაბადების 70 წლის იუბილე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კოლეგებმა მიულოცეს.

საიუბილეო საღამოზე ადგილობრივი და მოწვეული ქორეოგრაფიული ანსამბლები ქართული ხალხური ცეკვებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

https://khobi-info.blogspot.com/2025/02/50-70.html



Comments

Popular posts from this blog

ტრადიციული შეხვედრა "ხობელის" საპატიო წევრთან – ლაჟვარდ ბუკიასთან

  ხობი, 29 ოქტომბერი – საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გაიმართა თბილი შეხვედრა ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო  პიროვნებასთან, ბატონ ლაჟვარდ ბუკიასთან . შეხვედრა მიეძღვნა იმ დიდი ღვაწლის დაფასებას, რომელიც ბატონმა ლაჟვარდმა მშობლიური რაიონის კეთილდღეობის საქმეს შესწირა. როგორც აღინიშნა, მისი საქმე უკვალოდ არ ქრება, არამედ მადლიერებად აღიბეჭდება ადამიანების გულებში. ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივისცემით გაესვა ხაზი ბატონი ლაჟვარდის ადამიანობის, განათლების, შრომისმოყვარეობის, გულწრფელობისა და სინდის-ნამუსის მაღალ პასუხისმგებლობას , რითაც იგი მრავალი ადამიანისთვის ეტალონად იქცა. საღამოს ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები, ახლობლები და საზოგადოების წევრები, რომლებმაც ერთხმად უსურვეს მას: "იცოცხლეთ, იხარეთ, იდღეგრძელეთ!"

შეხვედრა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ პიროვნებასთან, ბიზნესის სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთან-ბატონ ნუგზარ ნადარაიასთან

     2025 წლის 19 ნოემბერს, საზოგადოება ,,ხობელის“ დარბაზში, გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ პიროვნებასთან, ბიზნესის სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთან-ბატონ ნუგზარ ნადარაიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: საზოგადოება ,,ხობელის“ წევრები, მისი ყოფილი მოსწავლეები და მეგობრები. შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს ბატონ ნუგზარის დამსახურება მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდისა და დაოსტატების საქმეში (იგი წლების განმავლობაში გახლდათ ნოჯიხევის პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი და დირექტორი). მისმა კოლეგებმა გაიხსენეს მასთან მუშაობის წლები. ითქვა, რომ ბატონი ნუგზარი იყო საუკეთესო ხელმძღვანელი, სხვისი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, მეგობარი. არის გამორჩეული შვილების მამა და დიდი ოჯახის მამამთავარი. მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მას გაწეული ამაგისთვის. მეგობრებმა კი როგორც ამჟამად ბიზნეს სფეროს წარმომადგენელს, წარმატება, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ ,,კოლხეთის“ წევრებმა, მსახიობმა რამაზ ლოლუამ და ა...

საიუბილეო შეხვედრა საზოგადოება „ხობელში“ — ზაურ ბასილაიას 80 წელი შეუსრულდა

საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში საზეიმო შეხვედრა გაიმართა. საზოგადოების წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს 80 წლის იუბილე ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ და ღვაწმოსილ ადამიანს, უღალატო მეგობარსა და სანიმუშო ოჯახის თავკაცს — ბატონ ზაურ ბასილაიას . ბატონი ზაური წლების განმავლობაში ნაყოფიერად მოღვაწეობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და თავისი საქმიანობით ღრმა პატივისცემა დაიმსახურა. შეხვედრაზე დამსწრე მეგობრებმა თბილად გაიხსენეს ბატონ ზაურთან ერთად გავლილი წლები და ხაზი გაუსვეს მის მიერ ხობისა და მშობლიური სოფლის აღმშენებლობის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. იუბილარს უსურვეს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე. ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი და სითბო შესძინეს ნიჭიერმა დებმა — თეკლა და ტასო პაპავებმა , რომლებმაც თავიანთი გამოსვლით საღამო კიდევ უფრო გაალამაზეს. საზოგადოება „ხობელი“ გულწრფელ მადლობას უხდის მათ ამ მშვენიერი მუსიკალური საჩუქრისთვის.