Skip to main content

გულნაზი ჯიშკარიანი 46 წელი ბიბლიოთეკის თანამშრომლად ჭალადიდში

 


2025 წლის 10 აპრილს, საზოგადოება " ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გამართულ კიდევ ერთ ლამაზ საღამო - შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა კულტურის სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკს, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულს, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გამორჩეულ ბიბლიოთეკარს, თანასოფლელთა ერთგულ მსახურს , კოლორიტ ქალბატონს გულნაზ ბერაია - ჯიშკარიანს.
აქ შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, ამავე საზოგადოების გამგეობის ღირსეულ წევრს, ღვაწმოსილ პიროვნებას, პროფესიონალ ინჟინერს, ხობის სამეურნეობათაშორისო მშენებლობის სამმართველოს ყოფილ უფროსს კეთილშობილებით გამორჩეულ ადამიანს, არაჩვეულებრივ მეუღლეს, საამაყო შვილების მამას და წარმატებული შვილიშვილების ბაბუას ბატონ ალბერტ ბერაიას ხსოვნას.
საღამზე ერთად იყო გრძნობა, ემოცია შეფასება - დაფასება და სიყვარულის მარგალიტებად აკინძვა. მჯერა იქ დამსწრე საზოგადოებას , არასოდეს დაავიწყდება გაზაფხულის ეს მშვენიერი დღე.

ბედნიერებაა ცხოვრება მიუძღვნა შენს საყვარელ საქმეს,მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა დაგიფასონ შრომა, გულში ჩაგიკრან და თბილი საღამო მოგიძღვნან - ხანგრძლივი და ნაყოფიერი საბიბლიოთეკო მუშაობისთვის, მოიზიდო მკითხველი, შეაყვარო წიგნი მოზარდ თაობას და განავითარო მათში წიგნთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
https://www.facebook.com/share/p/16EyZmQqP7/

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

   მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს: საზოგადოება "ხობელის" ხელმძღვანელს და მათ წევრებს, ხობის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ  ცენტრს, ხობის რაიონის საბიბლიოთეკო კოლექტივს, ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მათ აღსაზრდელებს ზღვა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის.

   ბედნიერი ვარ, რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში, მიიღეთ ჩემგან უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ❤

გულნაზი ჯიშკარიანი






Comments

Popular posts from this blog

ტრადიციული შეხვედრა "ხობელის" საპატიო წევრთან – ლაჟვარდ ბუკიასთან

  ხობი, 29 ოქტომბერი – საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გაიმართა თბილი შეხვედრა ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო  პიროვნებასთან, ბატონ ლაჟვარდ ბუკიასთან . შეხვედრა მიეძღვნა იმ დიდი ღვაწლის დაფასებას, რომელიც ბატონმა ლაჟვარდმა მშობლიური რაიონის კეთილდღეობის საქმეს შესწირა. როგორც აღინიშნა, მისი საქმე უკვალოდ არ ქრება, არამედ მადლიერებად აღიბეჭდება ადამიანების გულებში. ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივისცემით გაესვა ხაზი ბატონი ლაჟვარდის ადამიანობის, განათლების, შრომისმოყვარეობის, გულწრფელობისა და სინდის-ნამუსის მაღალ პასუხისმგებლობას , რითაც იგი მრავალი ადამიანისთვის ეტალონად იქცა. საღამოს ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები, ახლობლები და საზოგადოების წევრები, რომლებმაც ერთხმად უსურვეს მას: "იცოცხლეთ, იხარეთ, იდღეგრძელეთ!"

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონ რომან მორგოშიასადმი მიძღვნილი საღამო

ტრადიციულად, საზოგადოება „ხობელის" დარბაზში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბატონ რომან მორგოშიასადმი მიძღვნილი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ: საზოგადოება „ხობელის" წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შეხვედრა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ პიროვნებასთან, ბიზნესის სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთან-ბატონ ნუგზარ ნადარაიასთან

     2025 წლის 19 ნოემბერს, საზოგადოება ,,ხობელის“ დარბაზში, გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ პიროვნებასთან, ბიზნესის სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთან-ბატონ ნუგზარ ნადარაიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: საზოგადოება ,,ხობელის“ წევრები, მისი ყოფილი მოსწავლეები და მეგობრები. შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს ბატონ ნუგზარის დამსახურება მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდისა და დაოსტატების საქმეში (იგი წლების განმავლობაში გახლდათ ნოჯიხევის პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი და დირექტორი). მისმა კოლეგებმა გაიხსენეს მასთან მუშაობის წლები. ითქვა, რომ ბატონი ნუგზარი იყო საუკეთესო ხელმძღვანელი, სხვისი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, მეგობარი. არის გამორჩეული შვილების მამა და დიდი ოჯახის მამამთავარი. მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მას გაწეული ამაგისთვის. მეგობრებმა კი როგორც ამჟამად ბიზნეს სფეროს წარმომადგენელს, წარმატება, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ ,,კოლხეთის“ წევრებმა, მსახიობმა რამაზ ლოლუამ და ა...