Skip to main content

Posts

შეხვედრა ხელოვან ბადრი ალანიასთან

  შეხვედრა ხელოვან ბადრი ალანიასთან.... ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოება ხობელის" წევრები ,მოწვეული სტუმრები და სენაკის მუნიციპალიტეტიდან ანსამბლი „გოგალაი"

ქორეოგრაფი თენგიზ ჩიტაია იუბილარია მას 70 წელი შეუსრულდა

  ქორეოგრაფი თენგიზ ჩიტაია იუბილარია მას 70 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ ბატონ თენგიზს დაბადების დღეს და ვუსურვებთ კიდევ მრავალი თაობის აღზრდაში შეეტანოს წვლილი. ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ქორეოგრაფ თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის და დაბადების 70 წლის იუბილე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კოლეგებმა მიულოცეს. საიუბილეო საღამოზე ადგილობრივი და მოწვეული ქორეოგრაფიული ანსამბლები ქართული ხალხური ცეკვებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://khobi-info.blogspot.com/2025/02/50-70.html

შეხვედრა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან

                                           15 თებერვალს ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოება „ხობელის“ ორგანიზებით  მოეწყო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან.     ღონისძიების დასაწყისში საზოგადოება ,,ხობელის“ ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორმა ანა გოგუამ წარადგინა ანგარიში ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდებისათვის გაწეული სამუშაოს შესახებ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ წარმატებული და აქტიური ხობელი ახალგაზრდები.      დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პროფესორმა  ნუგზარ ებანოიძემ.  ღონისძიება გაგრძელდა ადგილობრივი შემსრუმლებლების კონცერტით.

შეხვედრა მხატვარ- პედაგოგ ირა სიხარულიასთან

  2023 წლის 9 ნოემბერს, საზოგადოება ,,ხობელის" ოფისში, შედგა შეხვედრა მხატვარ- პედაგოგ ირა სიხარულიასთან. სიტყვით გამომსვლელებმა ილაპარაკეს მის შემოქმედებაზე, პედაგოგიურ მოღვაწეობაზე, მეგობრობაზე. ქალბატონმა ირა სიხარულიამ ღონისძიების ორგანიზატორებს, დამსწრე საზოგადოებას და საზოგადოება ,,ხობელს“ მადლობა გადაუხადა მისი შრომისა და შემოქმედების დაფასებისთვის.

„წლები-ჩვენი სიმდიდრე“- შეხვედრა ხობელებთან

    11  სექტემბერს   ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა საზოგადოება „ხობელის“ მიერ ორგანიზაბეული ღონისძიება „წლები-ჩვენი სიმდიდრე“, რომლის ფარგლებში მოეწყო    შეხვდრა ხობის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ღვაწლმოსილ ადამიანებთან, მათთან, რომლებმაც თავიანთი შრომით, კეთილსინდისიერებით, საზოგადოებასთან ურთიერთობით სამუდამო სახელი დაიმკვიდრა სოფელსა თუ ქალაქში.              შეხვედრას   საზოგადოების   და   ადგილობრივი   თვითმმართველობის   წარმომადგენლები   დაესწრ ნენ .

ხობის მუნიციპალიტეტში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანთა სულის საოხად საღამო „ხსოვნა მარადი“ გაიმართა

29 ივნისს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საზოგადოება „ხობელი“-ს ორგანიზებით ხობის მუნიციპალიტეტში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანთა სულის საოხად საღამო „ხსოვნა მარადი“ გაიმართა. გამომსვლელებმა თავიანთ სიტყვაში გაიხსენეს კულტურის, განათლების, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ხობელები, რომლებმაც შექმნეს ის ხობი, რითაც დღემდე ვამაყობთ, ამ საღამოს მეტი ელფერი შესძინა მათი ცხოვრების „წარსულის ფურცლების“ გაცოცხლებამ. აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი საზოგადოება ხობელის დამფუძნებელი და ბატონი მერაბ სალაყაია გახლდათ, მათი ღვაწლი, ცხოვრება დავიწყებას არ უნდა მიეცეს და სამაგალითო გახდეს მომავალი თაობებისთვის.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    8 მაისს, ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოება „ხობელის“ ორგანიზებით,  მეორე   მსოფლიო   ომში   დაღუპულ   ხობელთა   ხსოვნისადმი   მიძღვნილი   ღონისძიება   გაიმართა.              აღნიშნულ ღონისძიებაზე საზოგადოების წევრებმა ომის მონაწილეთა შესახებ ისაუბრეს და მათ სამშობლოსადმი ღვაწლს გაუსვეს ხაზი.              ღონისძიება დასრულდა ადგილობრივ შემსრულებელთა კონცერტით.               საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და ვეტერანთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.