Skip to main content

Posts

შეხვედრა ქორეოგრაფ გოდერძი გახარიასთან

 საზოგადოება ,,ხობელი"-ს დარბაზში ჩატარდა შეხვედრა ქორეოგრაფ გოდერძი გახარიასთან.

შეხვედრა,საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებულ ფინანსისტ ქალბატონ ნათელა ალანიასთან

  საზოგადოება "ხობელის" დარბაზში შედგა შეხვედრა, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებულ ფინანსისტთან ქალბატონ ნათელა ალანიასთან. საღამომ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა.

შეხვედრა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ცოტნეიდელის“ ნიჭიერ სოლისტთან ანა გოგუასთან

    საზოგადოება ,,ხობელის“ დარბაზში შედგა შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტ, საზოგადოება ,,ხობელის“ ახალგაზრდა წევრის, კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ცოტნეიდელის“ მოცკვავე ანა გოგუასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ანსამბლ ,,ცოტნეიდელის“ ქორეოგრაფები და მოცეკვავეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ხობის კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში „ვიხალისოთ, გავერთოთ, დავისვენოთ!“. შეხვედრამ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა.

შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის დამსახურებულ ექიმთან ქალბატონ მიმოზა ღადუასთან

  საზოგადოება "ხობელის" დარბაზში შედგა შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის დამსახურებულ ექიმთან ქალბატონ მიმოზა ღადუასთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ოჯახის წევრები, კოლეგები,მეგობრები და საზოგადოება "ხობელის" წევრები. საღამომ თბილ გარემოში ჩაირა.

შეხვედრა ცნობილ პიროვნებასთან ქალბატონ ნარგიზა ტუღუშთან

  ,,ხობელის“ დარბაზში მოწვეული საზოგადოება კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიების მომსწრენი გახდნენ. 7 ივლისს შეხვედრა შედგა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ პიროვნებასთან, თაობათა აღმზრდელ, ხობის #2 საბავშვო ბაღის მთავარ სპეციალისტ ნარგიზა ტუღუშთან. საზოგადოების დარბაზში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. შეხვედრა გახსნა ,,ხობელის” თავმჯდომარე ბეჟან ნადარაიამ. საბავშვო ბაღი ის ადგილია, სადაც ცხოვრების სავალი გზის საწყისია, სადაც იხსნება ბავშვის გონება, იწყება ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა... ქალბატონ ნარგიზას მიმართ სამადლობელი სიტყვები არ ილეოდა, გამომსვლელებმა გამოხატეს საზოგადოების გულისთქმა და დიდი ხნის სიცოცხლე, შემოქმედებითი წარმატებები, კიდევ მრავალ თაობათა აღზრდა უსურვეს. დარბაზს ამშვენებდნენ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დამსახურებული ადამიანები მანანა სესქურია, ზაირა ქირია, მზისადარ ნადარაია,ნატო ხურცია,ნორა იოსავა და სხვები. ხობელ წარმატებულ და აქტიურ ახალგაზრდას , კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრს, 19 წლის ანი გოგუას საზეიმოდ გადაეცა ,,საზოგადოება ხობელის“ წევრ...

რეზო თოდუას შემოქმედებითი საღამო

    საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ჩატარდა, ხობის საპატიო მოქალაქის, ლოტბარის, შესანიშნავი ფოლკლორისტის, მსახიობის, ქართული ტრადიციული ოჯახის თავკაცის,ღირსეული პიროვნების,ანსამბლ "კოლხეთის" უხუცესი წევრის, ბატონ რეზო თოდუას შემოქმედებითი საღამო. შეკრებილთა თვალწინ გაირბინა, მისი ცხოვრების ქრონიკებმა.ბევრი ითქვა მის ნიჭიერებაზე, არტისტიზმზე, უბადლო ხმაზე,მიზანდასახულობასა და პროფესიონალიზმზე, მეგობრობასა და იუმორზე. სიმბოლურმა სუფრამ,უფლის,მამულის,წინაპართა ხსოვნის და ქართული სიტყვის სადღეგრძელოებმა, ანსამბლ "კოლხეთის" მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, მეგობრების მოგონებებმა და შეფასებებმა , ერთად შეკრებილმა ემოციები შექმნა. კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანის დაფასების მაგალითმა ბუნებრივად მოიტანა განწყობა, რწმენა იმისა, ვაგრძნობინოთ რომ, ისინი მართლაც იმსახურებენ სიყვარულს, აღიარებას - ამით ჩვენც პირნათელი ვიქნებით, როგორც წარსულის, ასევე მომავლის წინაშე. "დღეს,ძალიან ბედნიერი და უზომოდ მადლიერი ვარ.მინდა გითხრათ რომ ამიერიდან ვიცოცხლებ იმისთვის, ...

დამსახურებული პედაგოგი ლენა კიტიას საღამო

    10 ივნისს,საზოგადება "ხობელი"-ს დარბაზში გაიმართა,წარმოშობით ხობელი -აფხაზეთში მოღვაწის, დამსახურებული პედაგოგის (გეოგრაფი)აფხაზეთის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ლექტორი,ზუგდიდის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი,აფხაზეთის განათლების სამინისტროს გეოგრაფიის მეთოდისტი,ალპინისტი,ქალბატონი ლენა კიტიას მოფერების და მონატრების საღამო. დამსახურებულ პედაგოგს,განათლების დარგში ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები. ის გახლავთ არაერთი მეთოდური ნაშრომის ავტორი.გამოცემული აქვს წიგნი: "აფხაზეთო,ჩემო სულის ნაწილო" (ლექსთა კრებული). დაწერილი აქვს "აფხაზეთის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი". წყარო: https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-100708159214627/photos/pcb.142394021712707/142393008379475