24 დეკემბერს, დაფუძნდა საზოგადოება „ხობელი“, შეხვედრა ქალაქ ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა, სადაც საზოგადოების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბეჟან ნადარაია, ხოლო საპატიო თავმჯდომარედ ანგული მიქავა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ. რომლებმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ღვაწლმოსილ ხობელებს, შეკრებილ საზოგადოებას და ახლადარჩეულ წევრებს წარმატებები უსურვეს საქმიანობაში.
წყარო: https://www.facebook.com/media/set?vanity=khobi.council&set=a.4661523320599514
ხობი, 29 ოქტომბერი – საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გაიმართა თბილი შეხვედრა ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პიროვნებასთან, ბატონ ლაჟვარდ ბუკიასთან . შეხვედრა მიეძღვნა იმ დიდი ღვაწლის დაფასებას, რომელიც ბატონმა ლაჟვარდმა მშობლიური რაიონის კეთილდღეობის საქმეს შესწირა. როგორც აღინიშნა, მისი საქმე უკვალოდ არ ქრება, არამედ მადლიერებად აღიბეჭდება ადამიანების გულებში. ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივისცემით გაესვა ხაზი ბატონი ლაჟვარდის ადამიანობის, განათლების, შრომისმოყვარეობის, გულწრფელობისა და სინდის-ნამუსის მაღალ პასუხისმგებლობას , რითაც იგი მრავალი ადამიანისთვის ეტალონად იქცა. საღამოს ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები, ახლობლები და საზოგადოების წევრები, რომლებმაც ერთხმად უსურვეს მას: "იცოცხლეთ, იხარეთ, იდღეგრძელეთ!"
Comments
Post a Comment