Skip to main content

Posts

პედაგოგ კუკურ ნაცვლიშვილთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, საზოგადოება „ხობელის“ ოფისში პედაგოგ კუკურ ნაცვლიშვილთან შეხვედრა გაიმართა. ბატონი კუკურის კოლეგებმა, მეგობრებმა და მოსწავლეებმა, მასთან ერთად განვლილი წლები გაიხსენეს და მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.  კუკურ ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლის დირექტორად და დღემდე აგრძელებს აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ახალსოფლის საჯარო სკოლაში.  შეხვედრას საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. #ხობელი #ხობელები 

შეხვედრა სპორტის დიდ ქომაგთან, იური ჭანტურიასთან

საზოგადოება „ხობელის“ ოფისში გაიმართა შეხვედრა სპორტის დიდ ქომაგთან, იური ჭანტურიასთან.       ბატონ იურის დაბადების 70 წლის იუბილე საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. იური ჭანტურია წლების განმავლობაში მსაჯობდა საფეხბურთო პირველობებზე და ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთს“ .      მის პირად არქივში დაცულია ფეხბურთთან დაკავშირებული მეტად საინტერესო მასალა.

პოეტ ნინო კემულარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

  საზოგადეობა ,,ხობელი''-ს დარბაზში ჩატარდა პოეტ ნინო კემულარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო,რომელსაც ესწრებოდნენ ოჯახის წევრები,ახლობლები,მეგობრები და საზოგადოება ,,ხობელი''-ს წევრები.

ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

 21 აპრილს საზოგადოება ,,ხობელის,, ოფისში, ხობის რაიონში  სხვა და სხვა წლებში მოღვაწე ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ხობის წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონ დარასელიამ  დალოცა საზოგადოების წევრები მიულოცა მათ ქრისტიანული დღესასწაული  და  მოიხსენია გარდაცვლილთა სულები.  დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გარდაცვლილ  ხობელთა ღვაწლი და  პატივი მიაგეს მათ სულებს.  ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.      საღამოზე საგალობლები შეასრულეს  ხობის ხალხური სიმღერის ანსამბლ  ,,კოლხეთის,, წევრებმა. #ხობელები #ხობარეფ #ხობელთახსოვნა

პოეტ ენვერ სალაყაიას შემოქმედებითი საღამო

  15 აპრილს, საზოგადოება "ხობელის“ ორგანიზებით, ჩატარდა ხობელი პოეტის, ენვერ სალაყაიას წიგნის, "სიყვარულის საგალობლების" პრეზენტაცია. ავტორმა პოეტურ ნაწარმოებთა კრებული, გარდაცვლილი შვილის, შორენა (ბაკო) სალაყაიას ხსოვნას მიუძღვნა. 

პოეტ ტრისტან ვადაქარიას პოეზიის საღამო

       საზოგადოება  „ ხობელის “  ოფისში ,  პოეტის   ტრისტან   ვადაქარიას   პოეზიის   საღამო   გაიმართა .     პოეტის    მეგობრებმა   და    ახალგაზრდებმა    მის    შემოქმედებაზე   ისაუბრეს   და   პოეტის   ერთ - ერთ   კრებულში   გამოქვეყნებული   ლექსები    წაიკითხეს .     ღონისძიებაზე   ტრისტან   ვადაქარიამ აც   წაიკითხა   საკუთარი   ლექსი    და   მისი   პოეზიის   დაფასებისთვის   დამსწრე   საზოგადოებას   მადლობა   გადაუხადა .       საზოგადოება  „ ხობელის “  ორგანიზებულ   პოეზიის   საღამოს ,  დამსწრე   საზოგადოებასთან   ერთად ,  ხობის   მუნიციპალიტეტის   მერის   მოადგილე   დავით   ბერაია   ესწრებოდა .

ბადრი ლომაიას წიგნის პრეზენტაცია

        საზოგადოება  „ხობელის“ ოფისში გაიმართა ბადრი ლომაიას წიგნის  „მოცალეობის ჟამ წასაკითხის“ - პრეზენტაცია.       შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ბატონი ბადრი  ლომაიას შემოქმედებაზე, მის მიერ ღირსეულად განვლილ ცხოვრების გზაზე.      ავტორმა თავის მხრივ  დამსწრე საზოგადოებას მისი შემოქმედების დაფასებისთვის  მადლობა  გადაუხადა.