Skip to main content

Posts

ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

 21 აპრილს საზოგადოება ,,ხობელის,, ოფისში, ხობის რაიონში  სხვა და სხვა წლებში მოღვაწე ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ხობის წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონ დარასელიამ  დალოცა საზოგადოების წევრები მიულოცა მათ ქრისტიანული დღესასწაული  და  მოიხსენია გარდაცვლილთა სულები.  დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გარდაცვლილ  ხობელთა ღვაწლი და  პატივი მიაგეს მათ სულებს.  ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.      საღამოზე საგალობლები შეასრულეს  ხობის ხალხური სიმღერის ანსამბლ  ,,კოლხეთის,, წევრებმა. #ხობელები #ხობარეფ #ხობელთახსოვნა

პოეტ ენვერ სალაყაიას შემოქმედებითი საღამო

  15 აპრილს, საზოგადოება "ხობელის“ ორგანიზებით, ჩატარდა ხობელი პოეტის, ენვერ სალაყაიას წიგნის, "სიყვარულის საგალობლების" პრეზენტაცია. ავტორმა პოეტურ ნაწარმოებთა კრებული, გარდაცვლილი შვილის, შორენა (ბაკო) სალაყაიას ხსოვნას მიუძღვნა. 

პოეტ ტრისტან ვადაქარიას პოეზიის საღამო

       საზოგადოება  „ ხობელის “  ოფისში ,  პოეტის   ტრისტან   ვადაქარიას   პოეზიის   საღამო   გაიმართა .     პოეტის    მეგობრებმა   და    ახალგაზრდებმა    მის    შემოქმედებაზე   ისაუბრეს   და   პოეტის   ერთ - ერთ   კრებულში   გამოქვეყნებული   ლექსები    წაიკითხეს .     ღონისძიებაზე   ტრისტან   ვადაქარიამ აც   წაიკითხა   საკუთარი   ლექსი    და   მისი   პოეზიის   დაფასებისთვის   დამსწრე   საზოგადოებას   მადლობა   გადაუხადა .       საზოგადოება  „ ხობელის “  ორგანიზებულ   პოეზიის   საღამოს ,  დამსწრე   საზოგადოებასთან   ერთად ,  ხობის   მუნიციპალიტეტის   მერის   მოადგილე   დავით   ბერაია   ესწრებოდა .

ბადრი ლომაიას წიგნის პრეზენტაცია

        საზოგადოება  „ხობელის“ ოფისში გაიმართა ბადრი ლომაიას წიგნის  „მოცალეობის ჟამ წასაკითხის“ - პრეზენტაცია.       შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ბატონი ბადრი  ლომაიას შემოქმედებაზე, მის მიერ ღირსეულად განვლილ ცხოვრების გზაზე.      ავტორმა თავის მხრივ  დამსწრე საზოგადოებას მისი შემოქმედების დაფასებისთვის  მადლობა  გადაუხადა.

ქ .ხობის ცენტრში მდგარი სკულპტურა "სიცოცხლის ხე" უკრაინის დროშის ფერებში განათდა

  უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად, ქალაქ ხობის ცენტრში მდგარი სკულპტურა "სიცოცხლის ხე" უკრაინის დროშის ფერებში განათდა. დიდება უკრაინას! #СлаваУкраїні https://www.facebook.com/photo?fbid=154709233587937&set=a.144817997910394

საზოგადოება "ხობელი"-ს პირველი სხდომა

  საზოგადოება "ხობელი"-ს პირველი სხდომა. სამუშაო გეგმის პროექტის განხილვა.

მალანურობა ბიას