25 დეკემბერს, საზოგადოება " ხობელის" დარბაზში გაიმართა შეხვედრა საზოგადოების გამგეობის წევრთან, ბატონ როსტევან გვარამიასთან, რომელიც გახლდათ ეროვნული მოძრაობის ერთ - ერთი ლიდერი, საზოგადო და სამეურნეო სფეროს ღვაწმოსილი მუშაკი. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები, მეგობრები , თანამოაზრეები და მოწვეული სტუმრები. გამომსვლელებმა ისაუბრეს ბატონ როსტევან გვარამიას დამსახურებაზე და ღვაწლზე. აღინიშნა, რომ მან რთული ცხოვრებისეული პერიოდი გამოიარა- დევნა, შევიწროვება, უსამართლობა, მაგრამ სულიერად არ დაცემულა, ბოლომდე დარჩა იმ იდეებისა და მრწამსის ერთგული, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია. ბოლოს,თავის გამოსვლაში ბატონმა როსტევანმა,დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის, დაფასებისთვის, თანადგომისთვის და სიყვარულისთვის.