2025 წლის 10 აპრილს, საზოგადოება " ხობელის" დარბაზში ტრადიციულად გამართულ კიდევ ერთ ლამაზ საღამო - შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა კულტურის სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკს, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულს, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გამორჩეულ ბიბლიოთეკარს, თანასოფლელთა ერთგულ მსახურს , კოლორიტ ქალბატონს გულნაზ ბერაია - ჯიშკარიანს. აქ შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, ამავე საზოგადოების გამგეობის ღირსეულ წევრს, ღვაწმოსილ პიროვნებას, პროფესიონალ ინჟინერს, ხობის სამეურნეობათაშორისო მშენებლობის სამმართველოს ყოფილ უფროსს კეთილშობილებით გამორჩეულ ადამიანს, არაჩვეულებრივ მეუღლეს, საამაყო შვილების მამას და წარმატებული შვილიშვილების ბაბუას ბატონ ალბერტ ბერაიას ხსოვნას. საღამზე ერთად იყო გრძნობა, ემოცია შეფასება - დაფასება და სიყვარულის მარგალიტებად აკინძვა. მჯერა იქ დამსწრე საზოგადოებას , არასოდეს დაავიწყდება გაზაფხულის ეს მშვენიერი დღე. ბედნიერებაა ცხოვრება მიუძღვნა შენს საყვარელ საქმეს,მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა დაგიფასონ შ...