ქორეოგრაფი თენგიზ ჩიტაია იუბილარია მას 70 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ ბატონ თენგიზს დაბადების დღეს და ვუსურვებთ კიდევ მრავალი თაობის აღზრდაში შეეტანოს წვლილი. ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ქორეოგრაფ თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თენგიზ ჩიტაიას შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის და დაბადების 70 წლის იუბილე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კოლეგებმა მიულოცეს. საიუბილეო საღამოზე ადგილობრივი და მოწვეული ქორეოგრაფიული ანსამბლები ქართული ხალხური ცეკვებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://khobi-info.blogspot.com/2025/02/50-70.html