Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2025

Შეხვედრა დემურ ბუკიასთან

   დღეს, საზოგადოება ,,ხობელის“ დარბაზში ტრადიციულად გაიმართა შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის ღირსეულ პიროვნებასთან ბატონ დემურ ბუკიასთან, რომელმაც კეთილსინდისიერად იღვაწა, იშრომა, ემსახურა ხობს, ხობელებს და  თავისი ნიშა დაიმკვიდრა საზოგადოებაში .      ვულოცავთ, ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილ ადამიანს 80 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს თავის საამაყო მონაგართან ერთად და მადლობას ვუხდით გაწეული ღვაწლისა და უანგარო ერთგულებისთვის.     ღონისძიებას ესწრებოდნენ იუბილარის ოჯახის წევრები, მეგობრები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.