Skip to main content

Posts

Showing posts from 2024

შეხვედრა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან

                                           15 თებერვალს ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოება „ხობელის“ ორგანიზებით  მოეწყო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან.     ღონისძიების დასაწყისში საზოგადოება ,,ხობელის“ ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორმა ანა გოგუამ წარადგინა ანგარიში ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდებისათვის გაწეული სამუშაოს შესახებ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ წარმატებული და აქტიური ხობელი ახალგაზრდები.      დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პროფესორმა  ნუგზარ ებანოიძემ.  ღონისძიება გაგრძელდა ადგილობრივი შემსრუმლებლების კონცერტით.