18 აგვისტოს საზოგადოება ,,ხობელის" დარბაზში გაიმართა საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ გამგეობის წევრები და საზოგადოების დამფუძნებლები. სხდომას უძღვებოდა საზოგადოება ,,ხობელის" თავმჯდომარე ბატონი ბეჟან ნადარაია. სხდომაზე პატივი მიაგეს საზოგადოების წევრების ხობის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენის კავალერის ლუთინ (ლევან) ქავთარაძის და ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ კვიკვინიას ნათელ ხსოვნას. ,,ხობელის" გამგეობის წევრად არჩეულიქნა ანა გოგუა, რომელიც ამავდროულად უხელმძღვანელებს წარმატებული ახალგაზრდების და მოსწავლეთა წარმოჩენისა და ხელშეწყობის მიმართულებას (კოორდინატორი). სხდომაზე არჩეულქნა აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულების კოოდინატორი (როსტევან გვარამია). წარმატებული ხობელების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის ხელშეწყობის მიმართულების კოორდინატორი (გოგიტა ჩიტაია). მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დარგში მოღვაწე ხობელების წარმოჩენის, მათი მოგონებების და უკვდავყოფის მიმართულების კოორდინატორი (დემურ ბუკი...