Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2022

რეზო თოდუას შემოქმედებითი საღამო

    საზოგადოება "ხობელის" დარბაზში ჩატარდა, ხობის საპატიო მოქალაქის, ლოტბარის, შესანიშნავი ფოლკლორისტის, მსახიობის, ქართული ტრადიციული ოჯახის თავკაცის,ღირსეული პიროვნების,ანსამბლ "კოლხეთის" უხუცესი წევრის, ბატონ რეზო თოდუას შემოქმედებითი საღამო. შეკრებილთა თვალწინ გაირბინა, მისი ცხოვრების ქრონიკებმა.ბევრი ითქვა მის ნიჭიერებაზე, არტისტიზმზე, უბადლო ხმაზე,მიზანდასახულობასა და პროფესიონალიზმზე, მეგობრობასა და იუმორზე. სიმბოლურმა სუფრამ,უფლის,მამულის,წინაპართა ხსოვნის და ქართული სიტყვის სადღეგრძელოებმა, ანსამბლ "კოლხეთის" მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, მეგობრების მოგონებებმა და შეფასებებმა , ერთად შეკრებილმა ემოციები შექმნა. კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანის დაფასების მაგალითმა ბუნებრივად მოიტანა განწყობა, რწმენა იმისა, ვაგრძნობინოთ რომ, ისინი მართლაც იმსახურებენ სიყვარულს, აღიარებას - ამით ჩვენც პირნათელი ვიქნებით, როგორც წარსულის, ასევე მომავლის წინაშე. "დღეს,ძალიან ბედნიერი და უზომოდ მადლიერი ვარ.მინდა გითხრათ რომ ამიერიდან ვიცოცხლებ იმისთვის, ...

დამსახურებული პედაგოგი ლენა კიტიას საღამო

    10 ივნისს,საზოგადება "ხობელი"-ს დარბაზში გაიმართა,წარმოშობით ხობელი -აფხაზეთში მოღვაწის, დამსახურებული პედაგოგის (გეოგრაფი)აფხაზეთის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ლექტორი,ზუგდიდის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი,აფხაზეთის განათლების სამინისტროს გეოგრაფიის მეთოდისტი,ალპინისტი,ქალბატონი ლენა კიტიას მოფერების და მონატრების საღამო. დამსახურებულ პედაგოგს,განათლების დარგში ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები. ის გახლავთ არაერთი მეთოდური ნაშრომის ავტორი.გამოცემული აქვს წიგნი: "აფხაზეთო,ჩემო სულის ნაწილო" (ლექსთა კრებული). დაწერილი აქვს "აფხაზეთის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი". წყარო: https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-100708159214627/photos/pcb.142394021712707/142393008379475