საზოგადოება „ ხობელის “ ოფისში , პოეტის ტრისტან ვადაქარიას პოეზიის საღამო გაიმართა . პოეტის მეგობრებმა და ახალგაზრდებმა მის შემოქმედებაზე ისაუბრეს და პოეტის ერთ - ერთ კრებულში გამოქვეყნებული ლექსები წაიკითხეს . ღონისძიებაზე ტრისტან ვადაქარიამ აც წაიკითხა საკუთარი ლექსი და მისი პოეზიის დაფასებისთვის დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა . საზოგადოება „ ხობელის “ ორგანიზებულ პოეზიის საღამოს , დამსწრე საზოგადოებასთან ერთად , ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა .